22/06/2023
15:04
მსოფლიო
რამდენიმე დღეა, რაც ამერიკელი და კანადელი სამხედროები და მაშველები განაგრძობენ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა აპარატის, „ტიტანის" ძებნას, რომელიც მგზავრებთან ერთად გაუჩინარდა. მას ტურისტები „ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად გადაჰყავდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, „ტიტანში" იმყოფებიან ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, ჩაძირული „ტიტანიკის“ კვლევის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფრანგი მყვინთავი პოლ ანრი ნარჟოლე, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი სულეიმანი და აპარატის მფლობელი კომპანია OceanGate-ის დამფუძნებელი სტოკტონ რაში.
1912 წელს ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ექსპედიცია იწყება კანადის ნიუფაუნდლენდიდან და გრძელდება უშუალოდ კატასტროფის რაიონში, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურის ღირებულება თითო კაცზე 250 000 დოლარია.
0
0