
ვიმედოვნებ, რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებს საქართველო და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ბრძოლას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„თუმცა, კარგად უნდა გავიგოთ, რომ რუსული პარტიის პირობებში, ამ მიმართულებით რაიმე წინსვლა არის გამორიცხული“, - დასძინა ხაბეიშვილმა.
ევროკავშირი გაფართოების პაკეტს მომდევნო კვირას წარადგენს. კანდიდატის სტატუსის მქონე ათი ქვეყანა და ევროპული პერსპექტივის მქონე ორი სახელმწიფო ევროპული გაერთიანებისგან დამატებით თანხებს და ბაზარზე წვდომას მიიღებენ. დეტალებზე გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროპელი მაღალჩინოსნების მონაწილეობით გამართულ არაფორმალურ სამიტზე ისაუბრა, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხს განიხილავდნენ.
0
0