15/06/2023
14:17
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინელმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზეც, რაზედაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში სრულიად სხვა სიტუაციაა.
მისი თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს.
„ერთადერთი, რაც ჩანს, არის ის, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ზეწოლის ქვეშ შეწყალება, რადგან მასზე, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინონ შიგნიდან და მე ამის შესახებ ვისაუბრე ევროპარლამენტში.
დღეის მდგომარეობით, ვფიქრობ, 3 000 პატიმარი გვყავს. ზეწოლა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერმა ოჯახმა, მეგობრებმა ან გავლენის ჯგუფმა. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად.
საკუთარ თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როდესაც გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა. თუმცა, რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის.
ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა, ეს სხვა საქმეა. თუმცა, შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილება ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ის პატარა თუ დიდი, გამოყენებული კამპანიის მასშტაბების მიუხედავად, ვერ იქნება ზეწოლის საგანი.
თავად ვიყავი ძალიან არაგონივრული სიტყვების სამიზნე ამ ჟურნალისტის მხრიდან, რომელიც იყო არა მხოლოდ ჟურნალისტი. ის ასევე სხვადასხვა დროს იყო პროკურორი და არა ის პროკურორი, რომელიც ნამდვილ მართლმსაჯულებას ახორციელებდა. თუმცა, ადამიანები პასუხს აგებენ მხოლოდ იმისთვის, რისთვისაც ისინი გაასამართლეს. მიმაჩნია, რომ შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება, ეს ერთადერთი უფლებაა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ
0
0