ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველის მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ვიღაცისთვის დასაშვები ყოფილა და საქართველოსთვის არის მიუღებელი, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რამდენს იღებს უცხოურ დაფინანსებას და რისთვის ხარჯავს. ამის შესახებ ღუდუშაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონზე“ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ არ გვინდა ის მიდგომა, რომ ვიღაცისთვის ეს დასაშვები ყოფილა და საქართველოსთვის არის მიუღებელი ის, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რამდენს იღებს უცხოურ დაფინანსებას და რისთვის ხარჯავს. ქვეყნებს, მათ შორის, ვინც გვაკრიტიკებენ და მოგვიწოდებენ, რომ აღნიშნული კანონი თურმე არის მიუღებელი, საკუთარ ქვეყნებში ან უკვე მიღებული აქვთ, ან ახლა იღებენ ამ კანონს”, - აცხადებს ღუდუშაური.
0
0