
ჟურნალისტი, გიორგი მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში, 2 დღის წინ ეგვიპტეში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა:
„ვიღაც უბედური შეუჭამია ზვიგენს და სიხარულის ყიჟინა აქვთ "ადამიანებს"(!!!) ....
ვფიქრობ, ბოროტების საზომი შკალა რომ არსებობდეს, უმაღლეს მაჩვენებელთან ახლოს იქნებოდა მსგავსი ბოროტი სიხარული....
მტერი, პირადი მოსისხლე მტერიც რომ იყოს, მისი ასეთი ფორმით სიკვდილი, როგორ უნდა გამიხარდეს?!
თან, ძირითადად ის ტვინმოწამლულები ხარობენ, მსგავს ამბებზე, თავად რომ მაღალფარდოვნებენ ჰუმანიზმზე, ლიბერალურ მიდგომებზე, ანტიჰომოფობიაზე... რა პროგრესი და განვითარება, "სისხლი სისხლის წილ" _ ამაზე უარეს ქვის ხანაში ხართ, თქვენი დეგრადირებული დედა ვატირე!“ - წერს მგალობლიშვილი.
ცნობისთვის, ეგვიპტეში ზვიგენმა რუსი მამაკაცი შეჭამა. ტრაგიკული შემთხვევა ჰურგადაში მოხდა.
0
0