
წითელი ზღვაში, ეგვიპტის ქალაქ ჰურგადას პლაჟიდან დაახლოებით 35 მეტრში, ზვიგენი ახალგაზრდა მამაკაცს დაესხა თავს. დასახმარებლად მისულმა მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაგლეჯილი დახვდათ.
ტრაგიკული შემთხვევისთანავე ცნობილი გახდა, რომ ზვიგენი თავს დაესხა 23 წლის ვლადიმირ ვოლკოვს. იგი წარმოშობით რუსეთიდან, არხანგელსკის ოლქიდან იყო და დამსაქმებელ კომპანიის სამუშაოდ ეგვიპტის ფილიალში ჰყავდა გადაყვანილი. მასზე ზვიგენის თავდასხმის დროს პლაჟზე მისი მამაც იმყოფებოდა და, თვითმხილველთა თქმით, შვილი მას შველას უხმობდა.
ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ეგვიპტის გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა თავდამსხმელი ზვიგენი დაიჭირეს და ლაბორატორიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტები შეეცდებიან მისი არატიპური ქცევის - ადამიანზე თავდასხმის და შეჭმის - მიზეზები დაადგინონ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით,75 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი დახურულ ზონად გამოცხადდა.
0
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03/03/2025