
“საზოგადოება ძალიან ყურადღებით არის პაციენტის მიმართ, ეს მისასალმებელია, მაგრამ რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ, მე ეს არ მესმის. 10 თვე ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კონფიდენციალურია”, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა განაცხადა.
"არც იციან რაშია საქმე, არც უნდათ გაიგონ - გუშინ რომ გამოვედი, ვიღაც ქალები ისხდნენ და მეძახდნენ შე მკვლელოო. ადვოკატმა გაავრცელა ხმები, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალულ წამალს აძლევენო, სირცხვილია. რა უნდოდა ამის გარკვევას, ექსპრეზიდენტი ამ წამალს ღებულობდა, უარი ნამდვილად არ უთქვამს არც ერთხელ. მთელი მედპერსონალი ყველაფერს ვცდილობთ,"- აცხადებს თამარ დავარაშვილი.
როგორც ცნობილია, 27 თებერვლიდან, თამარ დავარაშვილი მიხეილ სააკაშვილი მკურნალი ექიმი აღარ არის.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026