
სარეჯოში მომხდარ ტარგედიის დეტალებს ერთ-ერთი თვითმხილველი იხსენებს.
მისი თქმით, ნოდარ ათუაშვილს ჰქონდა მძიმე წარსული მისი სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე და სწორედ მის ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირებს დატრიალებულ ტრაგედიას.
"არ ყოფილა კონფლიქტური, ზემოდან დავყურებდი აივნიდან, ვკითხე, ნოდარ, რა არის მკვდარი არის-მეთქი? დიახაც მკვდარი არისო. ამ მონეტში თვალში მომხვდა რომ ხელში ავტომატი ეჭირა. ვიფიქრე, ზემოდან რაღაცას დავცემ-მეთქი, მაგრამ რომ გადარჩენილიყო ამოვიდოდა მომიკლავდა მეუღლეს. რამ დამაფიქრა იცით, ეგ თუ ჭკუიდან გადასული იყო იარაღი რატომ არ ამომიტრიალა? თან მოაჯირზე ვიყავი აგდაკიდებული", - ამბობს მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
0
0