05/05/2023
00:01
სამართალი
ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია. ცნობილია მოკლულის ვინაობა, ის 40 წლამდე ასაკის საბა გახოკიაა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა სათვალთვალო კამერებით გადაღებული, უშუალოდ ორმხრივი სროლის ამსახველი ვიდეო. ვიდეოს ტელეკომპანია “მთავარი არხი” ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდამსხმელი ერთ პირს, რომელიც ეცემა. ამასობაში კი შეიარაღებულ თავდამსხმელს ცეცხლს უხსნის ახალგაზრდა მამაკაცის თანხმლები პირი.
ამ სროლის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების ცნობით, 10-მდე სროლის ხმა გაისმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის, დანაშაულში ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია რიგითი გამვლელი, რომელიც, სავარაუდოდ უცხოეთის მოქალაქეა. მეორე დაჭრილი კი ცნობილი ბიზნესმენია, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
0
0