
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თხილამურებით სრიალის დროს დაშავდა.
ამის შესახებ დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ყავარჯნებითაა.
როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, სამთო კურორტზე შვილიშვილებთან ერთად იყო და აპირებდა, მათთვის სრიალი ესწავლებინა.
„ორი დღე შვილიშვილებთან ერთად, ვაპირებდი, მათთვის თხილამურებით სრიალი მესწავლებინა“,-განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ დისკომფორტის მიუხედავად შვებულებაში გასვლას არ აპირებს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
„მაგრამ მაქვს ერთი რჩევა: ფრთხილად იყავით ფერდობებზე, ვიცი, სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. შეამოწმეთ თქვენი თხილამურები, ეს ჩემი უყურადღებობის შედეგია. არ არის აუცილებელი პრემიერ- მინისტრის ყველა რჩევას მოუსმინოთ, მაგრამ ეს გულთან ახლოს მიიტანეთ“, – წერს დონალდ ტუსკი.
0
0