
ამ წუთებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს,- ამის შესახებ “სფეისნიუსს” ადგილობრივებმა აცნობეს.
"ნავებით გამოჰყავთ ამ წუთებში მოქალაქეები" - ამბობენ ხორეთელები.
ადგილზე იმყოფებიან მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოსახლეობის ნაწილი სოფლის დატოვებაზე უარს აცხადებს.
"ხორეთიდან დაიწყო მოქალაქეების გამოყვანა.
წარმომადგენელი და მერი იმყოფება ადგილზე სამაშველო ჯგუფთან ერთად!ყველაფერი კეთდება მაქსიმალურად იმისთვის, რომ ყველა ადამიანი იყოს უვნებელი!!!
აქ იმიტომ ვწერ, რომ ბევრი შეტყობინება შემოდის ხორეთთან დაკავშირებით "- წერს ნათია აფხაზავა ლანჩხუთელების ჯგუფში, ფეისბუკზე.
ცოტა ხნის წინ ლანჩხუთში, სოფელ ხორეთში, მეწყერი კვლავ ჩამოწვა.
ნახეთ, ქვემოთ მითითებულ ბმულზე პირველი ვიდეოკადრები ხორეთიდან, სადაც ევაკუაცია მიმდინარეობს:
https://spnews.io/storage/files/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%201.mp4
0
0
1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
29/04/2026