
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხორეთში მეწყერი კვლავ ჩამოწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
"იწმინდება გზები, რომ შევიდნენ და მოხდეს მოსახლეობის გამოყვანა",- წერენ სოციალურ ქსელში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დილიდან მობილიზებული არიან გურიაში, სტიქიის ადგილზე. გეოლოგების ექვსი ჯგუფი მუშაობს.
“ყველა მეწყრულ უბანზე ვმუშაობთ და დეტალურ შესწავლას ვახორციელებთ”, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე რჩებიან და საფრთხის შემთხვევაში, მოსახლეობას შეატყობინებენ. გედევანიშვილი ამბობს, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლევან ბარნაბიშვილის განცხადებით, გურიაში, სტიქიის ზონაში, თხოვნისა და საშიშროების არსებობის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილმა სახლების დატოვებაზე უარი განაცხადა.
"ასევე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად თხოვნისა და გაფრთხილებისა ზოგიერთ ადგილებში, სადაც ვიზუალურადაც იყო საშიშროება გაჩერების, მოსახლეობამ უარი განაცხადა გამოსვლაზე და მინდა მოვუწოდო მათ, რომ ვინაიდან კიდევ არსებობს საშიშროება ამინდის გაუარესების მაქსიმალურად შევეცადოთ და უსაფრთხო ადგილას გამოვიდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი პირობები”, - განაცხადა ბარნაბიშვილმა.

[შენიშვნა: ფოტო არ არის გადაღებული სოფელ ხორეთში]
0
0
1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
29/04/2026