06/05/2024
21:04
სპორტი
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მეცისა“ და „რენის“ (2:3) შეხვედრის ბოლო წუთზე არბიტრმა რუდი ბუკემ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მოედნიდან გააძევა. ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ ინფორმაციით, არბიტრმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და წითელი ბარათის გაუქმება თავად მოითხოვა.
მსაჯი რუდი ბუკე მიქაუტაძისთვის მიცემული წითელი ბარათის გაუქმებას ითხოვს
„„მეცი“-„რენის“ მატჩის მსაჯმა, რუდი ბუკემ აღიარა თავისი შეცდომა და გასულ შაბათს საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტს წერილობით მიმართა, გააუქმონ წითელი ბარათი, რომელიც მან „მეცის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს აჩვენა.
მსაჯმა გააძევა ფეხბურთელი, რომელიც ასეთ სანქციას არ იმსახურებდა, ბუკემ გადაწყვეტილება ვიდეორეფერის ჩარევის მიუხედავადაც არ შეცვალა. თუმცა მატჩის შემდეგ მომენტი კიდევ ერთხელ ნახა, საკუთრი შეცდომა აღიარა და წითელი ბარათის გაუქმება ითხოვა. სამშაბათს, საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, როგორც ჩანს, მის წერილს გაითვალისწინებენ და სანქციას გააუქმებენ“, – წერს „ეკიპი“.
მსაჯის ამ უსამართლო ვერდიქტზე უცხოური აქტიურად მედიაც წერს.
იხილეთ ვიდეო:
0
0