06/05/2024
20:52
სპორტი
"რენთან" მატჩში "მეცის" თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის გაძევებამ "სანი" გააოცა და წერილი მიუძღვნა.
გამოცემამ აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში ყველაზე ცუდი გაძევება იყო, ვინაიდან "მეცის" ვარსკვლავს მსაჯმა რუდი ბუკემ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, კომენტატორი გააოგნა და სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან უნებური შეჯახება "რენის" ფეხბურთელმა არნო კალიმუენდომ თეატრალურად გააფორმა.
The Irish Sun-ი წერს, რომ “მასპინძელთა გუნდის თილისმა გვირაბისკენ გაემართა, VAR-მა არბიტრს ეპიზოდის ნახვა ურჩია, ქართველს გადაწყვეტილების შეცვლის და მოედანზე დაბრუნების იმედი ჰქონდა, თუმცა ბუკემ თავისი გაუგებარი ვერდიქტი არ შეცვალა”.
ლიგა 1-ის 32-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ამინდში „რენთან“ 2:3 დამარცხდა.
მიქაუტაძემ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა, მის ანგარიშზე "მეცში" დაბრუნების შემდეგ 10 გოლია, სულ კი მიმდინარე ტურნირზე 12-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.9, whoscored. 7.0, Flashscore 6.8.
0
0