12/01/2025
13:45
სამართალი
ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს, “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ის მეორედ დააკავეს. კადრები გადაღებულია ბათუმის მთავარ სამმართველოსთან.
როგორც ცნობილია, ბათუმში გუშინ დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.
პატიმრობაში რჩება ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი, რომლებსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ხოლო „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ დააკავეს.
0
0