28/12/2022
15:27
პოლიტიკა
„ირაკლი ნადირაძემ იაფფასიანი შოუ მოაწყო, რისთვისაც 500 რუბლით დაჯილდოვდება ლიაკა ხოშტარიასგან“, - ასე უპასუხა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის მიერ საკრებულოში მოწყობილ ე.წ. პერფორმანსს.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერ კახა კალაძისთვის ხელბორკილების გადაცემა სცადა, რასაც საკრებულოს სხდომათა დარბაზში მსხდომი სხვა დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.
როგორც ნადირაძემ აღნიშნა, ხელბორკილები მას პარლამენტის დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა გამოატანა.
„თქვენ მიხეილ სააკაშვილს პირადად იცნობთ და ძალიან უხერხულია თქვენი განცხადებები, როდესაც ეს განცხადებები პუტინის გარემოცვის განცხადებებს ემთხვევა. თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც, წლების განმავლობაში შესციცინებდით ამ კაცს. ამასთან, თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს, მე კითხვები აღარ მაქვს თქვენთან, ყველაფერი გარკვეულია, თქვენთან ლევან ხაბეიშვილმა გამომატანა ნამდვილი ხელბორკილები. მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ამ ხელბორკილების ტარება,“ - განაცხადა ნადირაძემ.
ცნობისთვის, 28 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და 2023 წლის ბიუჯეტი წარადგინა.
0
0