25/11/2023
00:03
მსოფლიო
ცოტა ხნის წინ, ისრაელის ხელისუფლებასა და “ჰამასის” წარმომადგენლებს შორის მძევლების გაცვლა მოხდა.
როგორც ცნობილია, პალესტინამ 39 მძევალი გაათავისუფლა. მათი ნაწილი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.
ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე კი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, მისივე თქმით, “ტერორისტი სარა აბდულა” აცხადებს, რომ ამაყობს “ჰამასით” და უყვარს ღაზა:
"პარალელურად, ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა. ეს ერთ-ერთი მათგანია, ტერორისტი სარა აბდულა. გათავისუფლების შემდეგ მისი პირველი კომენტარი ასეთია;
"მე ვამაყობ ჰამასით და ძალიან მიყვარს ღაზა და ვამაყობ მუჰამედ დაფითა და იაჰია სინვარით, მიყვარს ისინი", - წერს მიხეილ ხაჩიძე.
ცნობისთვის, მიხეილ ხაჩიძემ ასევე გამოაქვეყნა ემოციური ფოტო, “პირველი შეხვედრა”, რომელზეც “ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლებული დედა-შვილია გამოსახული.
0
0