26/12/2023
09:08
პოლიტიკა
“კულტურის სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას” - ამის შესახებ კულტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს და ინციდენტის ვიდეოს აქვეყნებს:
"ირაკლი კაკაბაძის რეაქცია მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ პრემია „მუზა“ არ მიენიჭა
ვინაიდან სოციალური ქსელებით ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია „მუზა“ არ მიანიჭა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“, სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები.
სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას." - წერს კულტურის სამინისტრო და ვიდეოს აქვეყნებს:
აქვე შეგახსენებთ, ინციდენტი გუშინ მოხდა.
0
0