
ლინცში ძიუდოისტებმა ავსტრიის გრან-პრიზე ასპარეზობა დაასრულეს.
შეჯიბრების დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს და კაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
90 კგ წონითი კატეგორიის ფინალური ბრძოლა გიორგი ჯაბნიაშვილს და ტატო გრიგალაშვილს შორის არ შედგა გრიგალაშვილის ტრავმის გამო და ოქროს მედლის მფლობელი ჯაბნიაშვილი გახდა. ტატოს კი ვერცხლი ერგო.
ნახეთ ვიდეო - საქართველოს ჰიმნი, ოქროს და ვერცხლის მფლობელთა ემოცია და საქართველოს დროშები:
საქართველოს ჰიმნი ააჟღერა გურამ თუშიშვილმაც. მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა, რომელმაც დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად იჭიდავა, ავსტრიის ტურნირზე, ფინალში, ჩეხ კრპალეკს სძლია და ოქროს დაეუფლა.
ფინალური ორთაბრძოლის ვიდეო:
ნახეთ ემოციური ვიდეო - საქართველოს ჰიმნი და "თუშის" გამარჯვებით დაბრუნება:
სამწუხაროდ, ამავე წონაში შალვა გურეშიძე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელი ევჰენი ბალიევსკისთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის ტელეტრანსლაციის დროს, ოპერატორებს, სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, ტატო გრიგალაშვილის პიკანტური კადრებიც არ გამორჩათ. ტრიბუნაზე, ქართველების საგულშემატკივროდ მყოფმა ტატო გრიგალაშვილმა რჩეულს ლოყაზე აკოცა.
ფოტოები:
0
0
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
11/03/2025