
"ქართული ოცნება - იცემა თქვენი რუსი დედა, თქვე ფარჩაკებო.
ვიდეო გექნებათ, დადეთ, ერთად ვნახოთ ვინ იცემა", ასე გამოეხმაურა “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, მოქალაქე სოსო მაისურაძის პოსტს, რომელიც “გირჩის” ლიდერზე თავდასხმას აღიარებს.
ცნობისთვის, მანამდე მოქალაქე სოსო მაისურაძე წერდა, რომ ზურა ჯაფარიძეს თავს ის დაესხა და ჯაფარიძე "იცემა, ჩვენი შვილების გარყვნისათვის, პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის".
„მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს... არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს“ - წერს სოსო მაისურაძე.
ამასთან, ზურა ჯაფარიძე თბილისის პოლიციის განყოფილებაში, დღეს მომხდარი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა..
0
0