
მომღერალ, ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.
ბოლო დროს ისინი პასიურად ყოფნას ამჯობინებდნენ და სოციალურ ქსელში აღარ ჩანდნენ.
ახლახან, კი ბერამ ახალი კადრები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი სოციალურ ქსელს დაუბრუნდნენ და პატარა დადუც გაგვაცნეს.
"რიო-დე-ჟანეირომ და ბრაზილიელი ხალხის სითბომ უთვალავი მოგონება გვაჩუქა იმ ორი წლის განმავლობაში, რაც აქ ვიცხოვრეთ. მინდოდა ამ ემოციების აღბეჭდვა ჩემს ახალ მუსიკალურ ვიდეოში. ლოგიკურია, ჩვენი ბიჭის, დადუს სახე საჯაროდ პირველად იმ ქალაქში გამოგვეჩინა, სადაც დაიბადა, ამიტომ ვიდეოს ბოლოს განსაკუთრებული მომენტი დავამატეთ. სიყვარულით ბრაზილიიდან!" - წერს ბერა.
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში გავრცელდა ბერას ახალი მუსიკალური კლიპი, სადაც მომღერლის ორივე შვილი ჩანს.
0
0