21/11/2024
14:31
კონფლიქტები
რუსეთის ყოფილი საგარეო მინისტრმა ანდრეი კოზირევმა ოპოზიციურ ჟურნალისტ, ტელეკომპანია დოჟდის ყოფილ ხელმძღვანელს, მიხაილ ზიგარს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ყოფილმა მინისტრმა თავისი მინისტრობის პერიოდში (1990-1996) რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის პოსტ საბჭოთა სივრცეში სეპარატიზმის გაღვივებაზე ისაუბრა.
კოზირევის თქმით, 80-იანი წლების მიწურულს, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფაზე ღიად საუბარი დაიწყეს, სხვა რესპუბლიკებშიც გაჩნდა სუვერენიტეტის მოთხოვნის იდეაც. საპასუხოდ ცენტრალურმა კომიტეტმა და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა (КГБ) ავტონომიურ რესპუბლიკებში სეპარატისტული განწობების გაღვივებაზე დაიწყო მუშაობა.
"თქვენ გინდათ გამოეყოთ საბჭოთა კავშირს, მაშინ თქვენ გამოგეყოფათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იგივენაირად დნესტრისპირეთი და ა.შ.. ეს ხელოვნურად იყო შექმნილი". – ამბობს ინტერვიუში კოზირევი.
კოზირევი ასევე იხსენებს, თუ როგორ ხვდებოდა პაველ გრაჩევთან ერთად (1992-1996 წლებში რუსეთის თავდაცვის მინისტრი) ვლადისლავ არძინბას:
"მე და გრაჩევი შევხვდით ვლადისლავ არძინბას, რომელიც სეპარატისტული მოძრაობის პირველი ხელმძღვანელი იყო. ის მოსკოველი ბიჭი იყო, შეიძლება ეთნიკურად იყო აფხაზი, მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი მოსკოვში ჰქონდა გატარებული. ის პრიმაკოვთან (1991-1996 წლებში რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორი, 1998-1999 წლებში რუსეთის პრემიერმინისტრი) მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში მუშაობდა. რანაირად იყო რევოლუციონერი? ან თავისუფლებისთვის იარაღით მებრძოლი? სისულელეა. არძინბა ღია ტექსტით ამბობდა, "ხო თქვენ გამომგზავნეთ აქ"?, მე არ მგულისხმობდა, მე ღიად დემოკრატი ვიყავი და გრაჩიოვი, რომელიც ჩვეულებრივი საბჭოთა გენერალი იყო, საქმის კურსში იყო".
ყოფილი მინისტრის თქმით, მისგან მალულად გრაჩევი აფხაზ სეპარატისტებს იარაღით ამარაგებდა. საქმის კურსში იყო ასევე რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი.
ინტერვიუს მსვლელობისას ზიგარმა რესპოდენტს ჰკითხა, თანამედროვე საქართელოს გადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, თუ არა, რომ რუსეთი მონაწილეობდა საქართველოს ოკუპაციაში. კოზირევმა თქვა, რომ "არა" და საუბარი რუსულ სამშვიდობო ძალებზე, ასევე ОДКБ-ს კონტინგენტზე გადაიტანა.
კოზირევმა ასევე ილაპარაკა აფხაზი სეპარატისტების მიერ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაზე. როგოროც ყოფილი მინისტრი იხსენებს, ომის შესაჩრებლად, ორივე მხარეს რუსმა სამხედროებმა მსხვილი კალიბრის იარაღის საკეტები ჩამოართვეს. მოლაპარაკებების მსვლელობისას სეპარატისტებმა საკეტები დაიბრუნეს და ქართველები ფაქტიურად უიარაღოდ დარჩნენ. რა გზით შეძლეს აფხაზებმა იარაღის დეტალების მოპოვება კოზირევისთვის უცნობია.
ანდრეი კოზირევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 1991-1996 წლებში იკავებდა. 2012 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში, აქტიურად აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინის რეჟიმს.
0
0