16/04/2024
21:03
საზოგადოება
პარლამენტის მიმდებარედ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების ნაწილი, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან.
ამ წუთებში ტერიტორიაზე, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული. პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
ცოტა ხნის წინ, პარტია “ახალის” ლიდერი, ნიკა გვარამია შეკრებილებს პარლამენტის გვერდითა შესასვლელის ბლოკირებისკენ მოუწოდებდა. სამართალდამცველების მისამართით ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები, რამდენჯერმე მათ წყალიც შეასხეს. ამასთან, როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებს ჭიჭინაძის ქუჩაზე გადანაცვლებისკენ და იქ მყოფების „დახმარებისკენ“ მოუწოდა.
ნახეთ ვიდეო ბმულზე, როგორ აყენებს შეურაცხყოფას ნიკა გვარამია პოლიციელს:
0
0