
უკრაინამ ევროკავშირთან ინტეგრაცია როდესაც გადაწყვიტა, განვითარების პერსპექტივებზე საუბრობდა, თუმცა მის პროდუქციას ევროპულ ბაზრებზე შესვლა აუკრძალეს. იგივე ელოდება სომხეთსაც, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
„იგივე მოხდა უკრაინაში. ევროკავშირთან ინტეგრაციის გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ერთ რამეზე საუბრობდნენ, მათ შორის განვითარების პერსპექტივებზე. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები არსებითად აკრძალული იყო ევროპის ბაზრებზე, მკაცრი და არახელსაყრელი სატარიფო კვოტებით. იგივე ელის სომხეთსაც“, – აღნიშნა ვოლოდინმა.
რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს არ აინტერესებს სომეხი ხალხის ან ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი და ევროკავშირში გაწევრიანების ფასი მაღალი იქნება.
„ფაშინიანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს ევროკავშირში გასაწევრიანებლად იყენებს. ის ყველა თავისი პრობლემის გადაჭრას ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის, პირველ რიგში, რუსეთის ხარჯზე ცდილობს“, – აღნიშნა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
0
0