01/12/2023
00:52
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა.
შეხვედრისას ბლინკენმა დაგმო შეიარაღებული პირების მიერ იერუსალიმის შესასვლელში, გაჩერებაზე მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამი ისრაელელი დაიღუპა.
„ეს დღე საშინლად და ძალიან ნეგატიურად დაიწყო მორიგი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელმაც იერუსალიმში უდანაშაულო ისრაელელების სიცოცხლე შეიწირა. ეს შეხსენებაა იმისა, რის წინაშეც ისრაელი და ისრაელის ყველა მოქალაქეა ყოველდღიურად. ჩვენ ვგმობთ თავდასხმას და ასევე გლოვობთ ამ უდანაშაულო ადამიანების დაღუპვას“, – განაცხადა ბლინკენმა შეხვედრაზე.
ამასთან, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა მძევლების გათავისუფლების პროცესზე და აღნიშნა, რომ ამერიკას სურს, ყველა მძევალი სახლში დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა იერუსალიმის შესასვლელში, გაჩერებაზე მყოფ ხალხს. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდასხმა ორმა პალესტინელმა ძმამ განახორციელა, რომლებიც „ჰამასის“ წევრები არიან და წარსულში ტერორისტული საქმიანობისთვის იყვნენ დაპატიმრებული.
0
0