ამერიკის არსენალში სალომე ზურაბიშვილზე უკეთესი კანდიდატურის მოძებნაც არის შესაძლებელი, თუკი მოინდომეს. ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომელსაც კითხეს, რამდენად შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილის ლიდერობა?
კუკავამ თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერს უნდა შეეძლოს არჩევნების შემდგომ რევულუციური პროცესების გაძღოლაც.
"სუბიექტურებ ვართ ყველა და მეც. სალომე პირდად ჩემთვის მიუღებელია... მე ვფიქრობ, „ამერიკის არსენალში“ უკეთესი კანდიდატურის მოძებნაც შეიძლება, თუ მოინდომეს. ოპოზიციამ როდესაც არჩევნები უნდა მოიგოს, ოპოზიციის ლიდერი უნდა იყოს ცალსახად უკეთესი ხელისუფლების გუნდსა და ლიდერზე, მეორეს მხრივ კი მას უნდა შეეძლოს არჩევნების შემდგომ პერიოდში უკვე რევოლუციური პროცესების გაძღოლა. ვერ ვიტყოდი, რომ სალომე ერთ ან მეორე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. საკმაოდ კარგად ვიცნობ მას, წლების მანძილზე გვქონდა ურთიერთობა, საჯაროდაც თვალს ვადევნებ მის საქმიანობას და არ მგონია, ცალსახად ითქვას, რომ სალომე სჯობს ივანიშვილს. მე ასე რომ ვფიქრობ, შესაძლოა ამერიკის დაზვერვა სხვაგვარად ფიქრობს, მე არავინ შემეკითხება, მაგრამ უკეთესი კანდიდატურების მოძებნაც შეიძლება, თუ ამის სურვილი იქნება" - აცხადებს კახა კუკავა.
0
0