14/11/2022
09:49
პოლიტიკა
პარტიაში შექმნილ მდგომარეობას მმართველი გუნდი აფასებს. თეა წულუკიანის თქმით, არსებული კრიზისის პირობებში, პარტიაში ახალი ლიდერის გამოკვეთაც კი ვერ მოხერხდა და "ნაცმოძრაობაში", სფეროების გადასანაწილებლად, უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობს.
"აღარ არსებობს ის, რასაც თავად უწოდებდნენ წლების მანძილზე - "ხერხემალი", ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილს; აღარ არსებობს ლიდერი, რომელიც არის არაერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამნაშავედ ცნობილი და იხდის სასჯელს, ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს და რაც შეეხება "ჭკუას", ის არის საზღვარგარეთ, ვგულისხმობ ადეიშვილს. ეს, ალბათ, არ არის ის კრიზისი, რომელსაც ისინი შეძლებენ გადალახონ, ვფიქრობ, ვესწრებით საბოლოო დასასრულს ამ პოლიტიკური ძალის," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.
0
0