19/06/2023
12:41
პოლიტიკა
მგონია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ უნდა დავუჭიროთ, მკაცრად გასამიჯნი და ჩამოსაყალიბებელია პოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„როცა სახელმწიფოსთვის ასეთ მნიშვნელოვან თემას იხილავ, რა საკვირველია, კონსულტაციების გამართვა აუცილებელია. არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. „ქართული ოცნებიდან“ წამოსული კანდიდატურა არ და ვერ გააკეთებს იმას, რომ რაიმეთი დააზიანოს ეროვნული ბანკი და ინფლაციურ პროცესებზე მოახდინოს რაიმე გავლენა. ეროვნულ ბანკს ეს მექანიზმები გააჩნია და არ შეიძლება, ამ მექანიზმებთან ისეთი ადამიანების მიშვება, ვინც არ არის ყველა მხრივ შესწავლილი და გაანალიზებული, შეთანხმებული. ამ კონკრეტულ კანდიდატებზე არ მაქვს საუბარი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრში „ქართული ოცნება“ დარჩა ისეთი, რომელსაც სახელმწიფოსთვის არანაირი სტრესი არ აწყობს, ყველა დანარჩენი იმისთვის მუშაობს, რომ როგორმე დესტაბილიზაცია იყოს და სტრესს ჰქონდეს ადგილი ყველა მიმართულებით. ეროვნული ბანკი ყველაზე მძლავრი მექანიზმია, სადაც ასეთი ბერკეტები არსებობს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.
0
0