
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს ‘’ოქეიტვ’’-ის (‘’OK TV“ ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და შპს ‘’ოქეიტვ’’-ის გენერალურმა დირექტორმა, ნათია ელბაქიძემ მოაწერეს.
როგორც შპს ‘’ოქეიტვ’’-ის გენერალურმა დირექტორმა, ნათია ელბაქიძემ განაცხადა, ვეტერანების თანადგომა არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ საზოგადოების ყველა ფენის პასუხისმგებლობაა; ამიტომაც მისთვის და მთელი კომპანიისთვის, განსაკუთრებული პატივია იმ ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, ვინც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, თავიანთი სიცოცხლითა და ბრძოლით ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობებს კი სამშობლოს ერთგულებისა და მისთვის თავდადების მაგალითი აჩვენეს.
ამ თანადგომის გამოხატულებაა, კომპანიის მიერ ვეტერანებისთვის სპეციალური, შეღავათიანი პაკეტის- ’’ ვეტერანის’’ შექმნა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თითოეული ბენეფიციარისთვისაა ხელმისაწვდომი.
მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, სამსახურის ბენეფიციარებს, მიაწოდოს სატელევიზიო- საკაბელო მომსახურება განსაკუთრებული, საშეღავათო პირობებით. კომპანია ‘’OK TV’’ სთავაზობს, ვისაც აქვს ინტერნეტთან წვდომა, OTT ტექნოლოგიით, სატელევიზიო არხების მიწოდებას, რაც გულისხმობს, რომ აბონენტი არაა დამოკიდებული ინტერნეტის კონკრეტულ კომპანიაზე/შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტით სარგებლობა; ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციით ტელეფონში; ერთ ბენეფიციარზე, ერთი სატარიფო შეთავაზების ფარგლებში, გათვლილია ორი მოწყობილობის ჩართვა.
კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის და ყველა ვეტერანისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოების, მით უფრო, კერძო სექტორის მხრიდან გამოხატული თანადგომა. მან, სტუმრებს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე და „OK TV“-ის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი, გოჩა ვაშაძე.
მემორანდუმი ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.
ინფორმაციისთვის, ბრენდი „Ayety“/„OK TV“ — 1993 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. კომპანია გადაიქცა სრულფასოვან, წამყვან სისტემურ ინტეგრატორად, რომლის მიზანია, მომსახურებების დივერსიფიკაცია და ხარისხის უწყვეტი განვითარება. კომპანია ფლობს: ოპტიკურ ქსელს, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სერვისებს; სრულ სატელეკომუნიკაციო ჰაბს, რომელიც აერთიანებს ყველა საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობას; ამჟამად კომპანიის სატელეკომუნიკაციო სერვისების სია მოიცავს მრავალარხიან სატრანზიტო ტელევიზიას;
კომპანიის მიერ მოწოდებული სერვისებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, დარეკოთ
ცხელ ხაზზე: (+995 032) 2 90 10 11
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: http://oktv.ge/
ხელმძღვანელობით, თურქეთმა აირჩია დემოკრატიული მმართველობის ფორმა და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე თურქული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. სწორედ ამ დღიდან, თურქეთი, ყოველწლიურად, 29 ოქტომბერს აღნიშნავს რესპუბლიკის დღეს.
0
0