01/12/2023
17:51
მსოფლიო
ვერცერთი კონტინენტი ვერ გაექცევა კლიმატის ცვლილების ტრაგედიას. მეცნიერება და მიზეზის ცოდნა გვაძლევს დიაგნოზს,-ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა,შარლ მიშელმა დუბაიში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციაზე განაცხადა.
მიშელმა სამიტს სინდისის გამოცდა უწოდა.
"ვერცერთი კონტინენტი ვერ გაექცევა კლიმატის ცვლილების ტრაგედიას. მეცნიერება და მიზეზის ცოდნა გვაძლევს დიაგნოზს. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ჩვენი დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო მომავალს. ეს სამიტი არ არის მხოლოდ კონფერენცია. ეს სამიტი რეალურად არის გამოცდა და, შეიძლება ითქვას, სინდისის გამოცდაც კი,"- განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გლობალური გამონაბოლქვი 2025 წლისთვის პიკს მიაღწევს და ამიტომ, აუცილებელია წიაღისეული საწვავის გამორიცხვა და მეთანის გამონაბოლქვის შემცირება.
"ჩვენ გადავდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს, რათა დავიცვათ ყველაზე დაუცველი მოქალაქეები მთელ მსოფლიოში. ისინი განიცდიან კლიმატის ცვლილებების ზეგავლენას, განიცდიან ზარალს და ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ. ჩემი ეს გზავნილი ამბიციებზე, მიზნებსა და ფინანსებზეა. გლობალური გამონაბოლქვი 2025 წლისთვის პიკს მიაღწევს. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ წიაღისეული საწვავი და უნდა შევამციროთ მეთანის გამონაბოლქვი. ევროკავშირმა შევამცირეთ გამონაბოლქვი და მივდივართ გზაზე, რომ შევასრულოთ ჩვენი მიზნები 2030 წლისთვის,"- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
0
0