09/08/2023
21:02
სამხედრო
ვერავისგან მოვისმინე კომპეტენტური აზრი, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებები არ იყო კარგად შეფუთული ჩვენი ტერიტორიების გადაბარების ოპერაცია, - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ განაცხადა.
„მე არ ვსაუბრობ უმცირეს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაზე და ჩვენს ჯარისკაცებზე, რომლებიც რეალურად გულმოდგინედ და თავდადებით იბრძოდნენ და გმირების სიები შემატეს ჩვენს ქვეყანას და სახე არ დააკარგვინეს ჩვენს ქვეყანას. მე ვსაუბრობ იმ რეალურ მოცემულობაზე, რაც დღეს გვაქვს და რამაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმის ტვირთი, რომ ნულს ქვემოდან დავიწყოთ ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა და ჭიდილი“, - აღნიშნა კობალაძემ.
ომის დაწყების თარიღთან ერთად 15 წლის შემდეგ აქტუალურია კიდევ ერთი კითხვა, რატომ დატოვა ქართულმა ქვედანაყოფმა 2008 წელს კოდორის ხეობა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ქურასბედიანმა ისაუბრა, რომელიც 15 წლის წინ სხვა სამხედროებთან ერთად კოდორში საბრძოლო დავალებით იმყოფებოდა.
0
0