
“ვერ ხვდება ვერაფერს, ისე სიამოვნებს ფულის მთხოვნელები რომ ელაქუცებიან და აქებენ – ჰგონია რომ პოლიტიკური მანევრების ასია”, ასე განმარტა “ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დღეს, სოციალურ ქსელში დაწერილი საკუთარი სტატუსი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებები:
,,გვარამიაც კი ხვდება რომ ბევრი არ უნდა ილაპარაკოს, ციხეშია და იცის რომ გარეთ რა ხდება ძნელი დასაჭერია.
ეს ბალბესი ვერ ხვდება.
ვერ ხვდება ვერაფერს, ისე სიამოვნებს ფულის მთხოვნელები რომ ელაქუცებიან და აქებენ – ჰგონია რომ პოლიტიკური მანევრების ასია
ჰგონია რომ იცის აქ რა ხდება და შეუძლია მრავალ პარტიას აძლიოს “რჩევები” – ანუ ფულით აშანტაჟოს.
და ვისაც მისი ფული არ სჭირდება და შენ გზაზე წადიო, ეუბნება – პარტიები გაუქროს.” - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ამ კომენტარამდე ჩერგოლეიშვილმა ვრცელი სტატუსი დაწერა, სადაც ამბობს, რომ “ყველას გულით გირჩევთ, თავი შორს დაიჭიროთ ისეთი ალიანსების მხარდაჭერისგან, რომელიც დიდი ფულის პატრონი არაანგარიშვალდებული პირის მიერ იმართება - ქოცები იქნებიან, თუ ჯუჯალარები მნიშვნელობა არ აქვს”.
შეგახსენებთ, რომ დღეს დავით კეზერაშვილმა “ფორმულასთან” ინტერვიუში “ნაცმოძრაობასა და “ევროპულ საქართველოს” შორის, 2016 წლის განხეთქილებაზე ისაუბრა და განაცხადა: “პარტია ”ევროპული საქართველოს პარტიის შედეგები ქვემოთ მოდიოდა და ხელმძღვანელობას რაღაც უნდა შეეცვალა, ნაწილმა ეს არ მიიღო და გაბრაზდნენ”.
0
0