პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ მედიასტან კომენტარი გააკეთა.
მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობს პრეზიდენტი ახალი პატრიარქის არჩევაზე, ან რატომ ერევა ეკლესიის შიდა საქმეებში.
"მე ვერ ვხვდები, ქალბატონი სალომე რაში ხედავს უსუსურობას?! - თუ ვის აირჩევენ, ჯერ ერთი ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რატომ ერევა ეკლესიის შიდა საქმეებში?! პრო-ევროპული, პრო-რუსული - ეს პოლიტიკური კატეგორიებია და ჩვენ ასე არ ვაზროვნებთ, ასე არ ვმსჯელობთ. ჩვენთვის მთავარია ქრისტიანული ნორმები, ქრისტიანული ურთიერთობები. როცა 10 მცნება არის და ამის მიხედვით ვმსჯელობთ, არაფერ შუაში არ არის პოლიტიკური კატეგორიები," - განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ.
0
0
დავით სონღულაშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა
23/09/2025