09/09/2022
13:07
პოლიტიკა
სახალხო დამცველის არჩევის წესზე კანონპროექტის პირველ და მეორე რედაქციას შორის დიდი სხვაობა არ არის, რამდენიმე სიტყვაა შეცვლილი, აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ოპოზიციამ საკუთარი პოზიციის ნაწილმა რატომ შეცვალა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევა იოსელიანმა განაცხადა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მთავარია, რომ ცვლილებები არავის უკრძალავს შესაძლებლობას, რომ ნომინირება მოახდინოს და კანდიდატებს საშუალება ექნებათ, მხარდაჭერა მოიპოვონ.
„იმის წინაპირობას ვერ ვხედავ, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს თუ არასამთავრობო ორგანიზაციას უზღუდავს კანდიდატის წარმოდგენას. შეთანხმების გარეშე სახალხო დამცველის არჩევა შეუძლებელი იქნება, რადგან საჭიროა 90 ხმა და ოპოზიციის მონაწილეობა. რომელიმე კანდიდატი თუ მომეწონება, მხარს დავუჭერ. კანდიდატებს კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციით შევაფასებ. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის პოზიციას, მგონია, რომ მიზეზს ეძებდნენ, მხარი არ დაეჭირათ. შალვა პაპუაშვილის გამოსვლა ვიღაცას მოეწონა და ვიღაცას არა, მაგრამ ეს რა კავშირშია იმასთან, რასაც უკვე მხარი ერთხელ დაუჭირეს და თუ კანონპროექტში არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. მისი მესამე მოსმენით დამტკიცება დღეს პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ცვლილებებით იცვლება სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა.
კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“, თუმცა მათ მეორეს მოსმენისას ცვლილებებს ხმა არ მისცეს.
0
0