
ვერ ვხდები მაინც ამათგან რომელი - ქართველების ისტორია, ქართველების კულტურა, ქართველების განათლება, ადათი, წესი თუ იქნებ რამე სხვა აფიქრებინებს ევროკავშირის საელჩოს, რომ ქართველები შტერები ვართ? - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
“ევროკავშირის საელჩომ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძეს მიწერა, რომ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულების გათავისუფლებას ითხოვს და ახლა ჩვენ გვიმტკიცებს, რომ ეს წერილი მსჯავრდებული ცეცხლაძის მხარდაჭერას არ ნიშნავს და ტერორისტებთან მიმოწერა ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა, თუკი მათ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის აქტუალური საკითხები აინტერესებთ.
ვერ ვხდები მაინც ამათგან რომელი - ქართველების ისტორია, ქართველების კულტურა, ქართველების განათლება, ადათი, წესი თუ იქნებ რამე სხვა აფიქრებინებს ევროკავშირის საელჩოს, რომ ქართველები შტერები ვართ?“, - წერს პაპუაშვილი.
0
0