
ევროპარლამენტარი რასა იუკნავიჩიანე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ზელენსკიზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ვერ წარმოუდგენია როგორ დამთავრდება დონალდ ტრამპის ეს კოშმარი.
„ვერ წარმომიდგენია ტრამპის ეს კოშმარი როგორ დამთავრდება! დღეს დილით თქვენ უფრო საშინელი ახალი ამბებით იღვიძებთ. ჩემო ძვირფასო მეგობარო ამერიკელებო, განსაკუთრებით რესპუბლიკელებო, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ ხმა ამ ქვეყანაში?“, - წერს იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე.
”ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: „აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“. კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, - ამის შესახებ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025