
”ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: „აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“. კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, - ამის შესახებ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4 პროცენტამდე დაეცა.
„ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არ გვქონია უკრაინაში არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა, სადაც უკრაინის ლიდერს, ძალიან არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა“, - აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ცნობილია, ერ-რიადში გამართული აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ვიზიტს 10 მარტამდე გადადებს.
„ჩვენ არ ვყოფილვართ მიწვეული ამ რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე საუდის არაბეთში. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, ეს ბევრი ადამიანისთვის იყო მოულოდნელი. ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელები და ღია ვართ. არ მინდა არანაირი დამთხვევები, ამიტომაც არ მივდივარ საუდის არაბეთში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0