14/03/2023
21:26
პოლიტიკა
ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა.
რეკომენდაციები ძირითადად ეხება ისევ იმ საკითხებს, რომელიც ვენეციის კომისიამ ცოტა ხნის წინ გასცა და რომელიც, მათივე თქმით, ჯერ შესრულებული არაა.
მაგალითად, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა და ასევე მოსამართლეთა თანხმობის გარეშე მათი განწესებისა თუ მივლინების კუთხით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა ვენეციის კომისიის გარდა ეუთო/ოდირსაც გაუგზავნა. ახლა საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ ეუთო/ოდირის შეფასებებს ელოდება, რის შემდეგაც საპარლამენტო კომიტეტები ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ დღესვე გამოაქვეყნა დასკვნა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზეც.
0
0