11/05/2025
00:19
"ჩვენ ხუთი კიევიდან ველაპარაკეთ მსოფლიოს 30-მდე ლიდერს ნატოდან და ევროკავშირიდან და შევთანხმდით იმაზე, რა არის საჭირო მშვიდობის მისაღწევად" - წერს უკრაინის პრეზიდენტი "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის დასრულების შემდეგ X-ზე.
ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს სრული და უპირობო ხმელეთზე, ცასა და ზღვაში. ნებისმიერი მცდელობა რუსეთის მხრიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის დააწესოს პირობები, ჩაითვლება ომის გაჭიანურების მცდელობად. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას ორივე მხრიდან მონიტორინგს გაუწევენ პარტნიორები შეერთებული შტატების კოორდინაციით.
"ვაცხადებ 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას და მასზე დათანხმებას ვითხოვთ
რუსეთისგანაც. ვიცით, რომ ამერიკა ამ საკითხში მხარს გვიჭერს. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ყოველგვარი პირობების გარეშე. ნებისმიერი პირობის წაყენება ნიშნავს სურვილს, გაიწელოს ომი და ჩაშალოს დიპლომატია. ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს ყოვლისმომცველი: ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე." - ვოლოდიმირ ზელენსკი.
0
0