ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაიბარეს
19/07/2022
10:48
სამართალი
A-
+A
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ვატო წერეთელი პროკურატურაში დღეს, 18:00 საათზე მივა.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა წევრები.
თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.
0
0
350
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%