
აგრესიის ნებისმიერ აქტს, პირდაპირს თუ ირიბს, მოჰყვება გადამწყვეტი, პროპორციული და კანონიერი რეაგირება, – ამის შესახებ გაერო-ში ირანის ელჩის მოადგილემ, ღოლამჰოსეინ დარზიმ განაცხადა.
„ეს არ არის მუქარა. ეს არის სამართლებრივი რეალობა“, – განაცხადა დარზიმ.
გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმიტომ მოიწვია, რათა გაამართლოს აგრესია და ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
ნებენზიამ შეერთებული შტატები ირანის გარშემო „დაძაბულობის ესკალაციისა“ და „ისტერიის გაღვივებისკენ” მიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა.
„თავად გაერო-ს სხდომა არაფერია, თუ არა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში აშკარა აგრესიისა და ჩარევის გამართლების კიდევ ერთი მცდელობა. რუსეთის ფედერაცია გადამწყვეტად გმობს გარე ჩარევის ყველა ფორმას, ძალადობისკენ წაქეზებას და ძალის გამოყენების მუქარას მეგობარი ირანის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ გლობალური მოსამართლის როლის თამაში. თქვენი ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონის კიდევ უფრო სისხლიან ქაოსში ჩაძირვას – ქაოსში, რომელიც ადვილად შეიძლება, გასცდეს მის საზღვრებს“, – განაცხადა ნებენზიამ.
0
0