თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, განსაკუთრებით აშშ-ს მოუწოდებს, მოახდინოს ზეწოლა ისრაელზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.
მადრიდში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან საუბრისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მიესალმება ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ წინადადებას, რომელიც დაასრულებს ღაზაში ომს და დასძინა, რომ ვაშინგტონის პოზიცია ისრაელის ოპერაციების მიმართ ნამდვილად აღელვებს თურქეთს.
11 ივლისს, გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.
დოკუმენტი მოუწოდებს „ჰამასს“, მიიღოს ინიციატივა, რომელიც „ისრაელმა უკვე მიიღო“. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ორივე მხარეს, შეფერხებისა და წინაპირობების გარეშე სრულად განახორციელონ ამ ინიციატივის პირობები.
0
0