მეცნიერების განცხადებით, წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროზე მიწისძვრა და ცუნამი გარდაუვალია.
„30 ან 40 წლის წინ ჩვენ არც კი ვიცოდით, რომ წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში შესაძლებელი იქნებოდა მასშტაბური მიწისძვრების მოხდენა - ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროდან 161 კმ დაშორებით, ვანკუვერის კუნძულამდე, 1126 კმ სიგრძის პერიმეტრზე 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრაა მოსალოდნელი, რასაც მოჰყვება ცუნამი; ანალოგიური სეისმური მოვლენა იაპონიაში 2011 წელს დაფიქსირდა. აღნიშნული გეოლოგიური პროცესის [ტექტონიკური ფილების შეჯახების] - სუბდუქციის ზონა 3-5 სეგმენტად იყოფა და, როდესაც ვაშინგტონის სანაპიროსთან ერთ-ერთი სეგმენტი იშლება, მას დამანგრეველი მიწისძვრის გამოწვევის უდიდესი პოტენციალი აქვს. ამისთვის კი მზად არავინაა. ამ ადგილებში მდებარეობს ხიდები, შენობები, საავადმყოფოები და სკოლები, სადაც ცუნამი შეაღწევს. ჩვენ სწრაფად არ ვდგამთ ხალხის დასაცავად საჭირო ნაბიჯებს“, - თქვა ორეგონის უნივერსიტეტის სეისმოლოგმა დიეგო მელგარმა.
აღნიშნულ რეგიონში გეოლოგიური ჩანაწერების მიხედვით, ეს მეგამიწისძვრა და ცუნამის მოვლენები საშუალოდ ყოველ 500 წელიწადში ერთხელ ხდება. მეცნირების თქმით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის დაფიქსირდება შემდეგი სეისმური მოვლენა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის მომდევნო 200 წლის განმავლობაში ან ნაკლებ დროში განმეორდება.
„ადგილობრივი საზოგადოების სტიქიისგან დაცვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხანგრძლივი პროცესი იქნება და მილიარდობით დოლარი დაჯდება, თუმცა ძალისხმევის გაწევა უშედეგოდ არ ჩაივლის. ვაშინგტონში, ადამიანების უმეტესობისთვის, ვინც რეალურად ცუნამის დატბორვის ზონაში ცხოვრობს, ახლომდებარე მაღალი ადგილი ან ნაგებობა ხელმისაწვდომი არ არის, რაც სასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრობლემა ის არის, რომ არავინ იცის, კატასტროფამდე რამდენი დრო რჩება“, - განაცხადა დიეგო მელგარმა.
0
0