15/09/2022
13:22
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ჟურნალისტებთან საუბრისას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და მას უზრდელი უწოდა. კობახიძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე, ისევე, როგორც მისი თანამოაზრეები, 12 პუნქტის შესრულების ჩაშლას ცდილობს.
„ბუნებრივია, ისინი შეურაცხყოფას ვერავის ვერ მიაყენებენ. პირდაპირ რომ დავარქვათ თავისი სახელი, ეს უბრალოდ იყო ჩვეულებრივი უზრდელობა. ამით გამოირჩევიან ვაშაძე, მანჯგალაძე, ჩიხლაძე... საკუთარ ლიდერს არ ჩამორჩებიან. პირველ რიგში, ეს ქვეყნისთვისაა კონტრპროდუქტიული და მათ შორის, 12 პუნქტის შესრულების პროცესისთვის. რა თქმა უნდა, პირდაპირ იკვეთება მათი განზრახვა, როგორმე, ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებასა და იმ პროცესს, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი ვაშაძემ შალვა პაპუაშვილს „არაფრის მაქნისი მარიონეტი“ უწოდა.
0
0