
თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, 16 200 აბონენტს გაზის მიწოდება გუშინ, 25 ივლისს, ავარიულად შეუწყდა. მათ ნაწილს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება.
კომპანია "თბილისი ენერჯიში" აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირით მომარაგება აღუდგა 8 ათასზე მეტ აბონენტს.
გაზგამანაწილებელ კომპანიაში გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად დაასახელეს მილსადენის დაზიანება ჯავახეთის ქუჩაზე, შპს "ელემენტ კონსტრაქშენის" მიერ წარმოებული სამუშაოების დროს.
ბუნებრივი აირით მომარაგება გუშინ, 25 ივლისს, 13:00 საათზე შეწყდა. დაზიანების აღმოფხვრის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. კომპანიაში ამბობენ, რომ გაზის მიწოდება ყველა აბონენტს 26 ივლისს, 18:00 საათისთვის აღუდგება.
გაზგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა ამ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ დაწესებულებებსაც.
0
0