15/11/2022
18:29
პოლიტიკა
„მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ მან თავი აარიდა ამ კითხვაზე პასუხს, სწორედ იმიტომ, რომ არ სურდა დასახელება კონკრეტული პირის, თუ კონკრეტული პირების," ასე გამოეხმაურა სალომე სამადაშვილი ოლივერ ვარჰეის თავშეკავებას შიდა პოლიტიკური პროცესების შესახებ დასმულ კითხვაზე.
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ “ვარჰეი ორბანის პარტიის მიერაა წარდგენილი ევროკომისიაში, ორბანი დღეს, პუტინის მთავარი მოკავშირეა”.
"უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ევროპელ ჩინოვნიკს ასევე აქვს საკუთარი პოლიტიკური წარმომავლობა, პოლიტიკური მომავალიც. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც არის უნგრეთის წარმომადგენელი,
ევროკომისიაში ამ პოსტზე ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი და შესაბამისად, ის გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში, მათ შორის საკუთარი პოლიტიკური აფილაციით.
რეალობა დღეს ასეთია – ორბანი არის რუსეთის მთავარი მოკავშირე, პუტინის მთავარი მოკავშირე და თუ ვსაუბრობთ ევროპაში გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებზე, ორბანი არის ერთადერთი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როგორც ჩანს, ნორმალური განწყობა აქვს", განაცხადა სალომე სამადაშვილი.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ "ორბანი აქტიურად ცდილობს, ხელი შეუშალოს პუტინის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს, როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული კავშირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში“.
0
0