15/11/2022
22:04
პოლიტიკა
ეს კაცი არანაირი „ქოცი“ არ არის, ოლივერ ვარჰეი ქვეყნის მეგობრის პოზიციიდან საუბრობს და მას „ტყუილად აბრალებენ რაღაცებს“, - ასე შეაფასა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები.
„ჩემი აზრით, ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია. ორი მკაფიო მესიჯი იყო - თქვენ თუ რამის გაკეთება გინდათ, მხოლოდ ერთად შეგიძლიათ გააკეთოთო და მეორე მესიჯი, რომ მხოლოდ ახლა შეგიძლიათ გააკეთოთ და შესაძლებლობების ფანჯარა ყოველთვის არ იქნებაო. ეს ორი მესიჯი ძალიან გასაგებად გვითხრა, ახლავე უნდა დასხდეთ ერთად და რამე გააკეთოთ, 12 პუნქტი ერთად შეასრულოთ, თორემ არაფერი არ იქნება.
ამის მერე გამოვიდა და თქვა, როგორ კარგად ვასრულებთ ევროინტეგრაციის პუნქტებს. შენი მეგობარი, რომელიც გეხმარება ევროპასთან ურთიერთობაში, ამაზე უფრო მეტად როგორ უნდა დაგეხმაროს. ამიტომ, მე ამ კაცს არ გავაკრიტიკებდი, რომ ორბანის კაცია და ა.შ.", აცხადებს ხვიჩია.
ცნობისთვის, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა დღეს განაცხადა, რომ “ვარჰეი ორბანის პარტიის მიერაა წარდგენილი ევროკომისიაში, ორბანი დღეს, პუტინის მთავარი მოკავშირეა”.
0
0