26/07/2023
14:08
ბადაგონი
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, პირველი საბანაკე სივრცე “ვარდა - ვაკე” გაიხსნა.
“ვარდა-ვაკეს” საბანაკე სივრცე გომეწრის ხეობაში განთავსდა, სადაც პროექტის მხარდამჭერებმა და მონაწილეებმა ისაუბრეს ღონისძიების მიზანსა და თუშური ტრადიციების შენარჩუნებაზე.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ “ბადაგონის სახლის” თუშური კერძები დაეგემოვნებინათ.
თუშური კერძების მასტერ-კლასი გამართა „ბადაგონის სახლის“ შეფ- მზარეულმა, ნატა ბაიხოძემ, რომელმაც ტრადიციული თუშური კერძები, ხავიწი, კოტორი და ხინკალი მოამზადა.
რესტორანი “ბადაგონის სახლი ალავერდთან” სტუმრებს ტრადიციულ ქართულ და ასევე, თუშურ სამზარეულოს სთავაზობს. ამასთან ერთად, მთელი სეზონის განმავლობაში, თუშეთისკენ მიმავალ მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიყოლონ საგზალი თვალწარმტაცი მოგზაურობისთვის.
პროექტის მხარდამჭერები არიან: “ბადაგონის სახლი”, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, "სამზეო"და ფოლკლორის სახლი.
ვიზიტორთათვის ბანაკში მოეწყო კარვის გასაშლელი შემოსაზღვრული ტერიტორია, ცეცხლის დასანთები, საპირფარეშო (შშმ პირთათვის), საშხაპე (შშმ პირთათვის) და ფანჩატური.
საბანაკე სივრცეში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ თუშეთის მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მოესმინათ ტრადიციული ფოლკლორული სიმღერები, შეეძინათ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ეჯირითად ცხენებზე და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.
0
0