ვაქცინაციის კამპანია სენაკში
13/02/2022
16:36
პოლიტიკა
A-
+A
საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ გააცნეს.
პრემიერ მინისტრის ინიცირებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეები პირველ აცრაზე - 200 ლარს, ხოლო დამატებით, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში - 100 ლარიან დანამატს მიიღებენ. წახალისების პროგრამა თებერვლის თვეშიც გრძელდება.
შეხვედრაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ანა ჭიჭაღუამ, ადგილობრივებს, მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და იმუნიზაციის ცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
0
0
282
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%