27/12/2024
14:57
მსოფლიო
ბულგარელმა ნათელმხილველმა ვანგამ, რომლის წინასწარმეტყევლებები 5079 წლამდე პერიოდს მოიცავს, იწინასწარმეტყველა, რომ 2025 წელი რთული იქნება. - ამის შესახებ “ევრონიუსი” წერს.
რას უნდა ველოდოთ მომავალში? ვანგას პროგნოზით, 2025 წელი, აპოკალიფსის წინამორბედად ითვლება.
ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ სამყაროს აღსასრული 2025 წელს დადგება. უფრო ზუსტად, მსოფლიოს ნგრევა მომავალ წელს დაიწყება ევროპაში კონფლიქტით, რომელიც დააცარიელებს და დაანგრევს კონტინენტს.
როგორც “ევრონიუსი” წერს, სამწუხაროდ, ვანგას 2025 წლის პროგნოზი ემთხვევა ლეგენდარული ნათელმხილველის ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებას, რომელმაც ასევე იწინასწარმეტყველა ომი ევროპაში მომავალ წელს.
მიუხედავად ამისა, ვანგას ბევრი წინასწარმეტყველება არ ახდა.
2025 წელი
დამანგრეველი ომი ევროპაში
მოვლენა, რომელიც კაცობრიობის განადგურებას გამოიწვევს, იქნება გაურკვევლი კონფლიქტი ევროპაში, რომელიც გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას.
რუსეთის მზარდი გავლენა
ვლადიმერ პუტინი ხელახლა აირჩევა რუსეთის ლიდერად, რაც გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს და გააგრძელებს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებას.
სტიქიური უბედურებები
2025 წელს მოსალოდნელია კატასტროფული ბუნებრივი მოვლენები, მათ შორის მიძინებული ვულკანების ამოფრქვევა. დიდმასშტაბიანი წყალდიდობა კონკრეტულად, მიწისძვრა შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე. ეს მოვლენები გამოიწვევს მსხვერპლს და მასობრივ გადაადგილებას.
სამეცნიერო მიღწევები
მეცნიერები მიაღწევდნენ გარღვევას ხელოვნური ორგანოების შექმნაში, რაც რევოლუციას მოახდენს ტრანსპლანტაციაში. ის ასევე პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის იქნება პროგრესი კიბოს მკურნალობაში - შესაძლოა კიბოს საბოლოოდ დამარცხება შესაძლებელი გახდეს.
0
0